შოურუმის მენეჯერი
25-06-2026 - 26-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"Midea"  გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „შოურუმის მენეჯერის“- პოზიციაზე.

  

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შოურუმის თანამშრომელთა მართვა, მათი სამუშაო პროცესის მართვა და გრაფიკების კონტროლი.
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; კონსულტანტებისთვის კომპანიის სტანდარტების და  რეგულაციების გაცნობა; კონსულტანტების მიერ, სამუშაო პროცესში სწორი კონსულტირების მონიტორინგი და რეაგირება;
  • შოურუმის ინტერიერში წესრიგის კონტროლი;
  • შოურუმში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
  • შიდა აღწერების უზრუნველყოფა, ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა/კოორდინირება; ინვენტარიზაციის შედეგების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • კლიენტებისთვის თანხის დაბრუნების პროცესში კლიენტის დახმარება განაცხადის შევსების პროცესში და შევსებული განცხადების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
  • აქციების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი დამუშავება, კონსულტანტებისთვის მიწოდება;
  • ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო ბარათების პროცენტული სარგებლის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მყიდველს.
  • განახორციელოს საცალო/საბითუმო/აგენტის ფასდათმობისგან განხვავებული (დაბალი) ფასით რეალიზაცია ფინანსურ დირექტორთან შეთანხმებით;
  • საწყობთან კოორდინირებული მუშაობა.
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
  • შესრულებული სამუშაოების დროს შექმნილი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
  • რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება:

  • ხელფასი ფიქსირებული 1300 ლარი.
  • ბონუსი 300-1000 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:

  •  კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00 საათამდე;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<