კარიერული კამპანია
Midea Georgia-მ ბავშვთა დაცვის დღე თანამშრომლების შვილებთან ერთად აღნიშნა.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Midea Georgia-მ თანამშრომლების შვილებისა და შვილიშვილებისთვის განსაკუთრებული ღონისძიება გამართა.
კომპანიის ეზოში ორგანიზებულ აქტივობაში პატარებმა მხიარული და დაუვიწყარი დრო გაატარეს. ღონისძიება დატვირთული იყო გასართობი პროგრამებით, თამაშებით, შემეცნებითი აქტივობებითა და სხვადასხვა სიურპრიზით, რომლებმაც ბავშვებს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა.
Midea Georgia-სთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამშრომლების პროფესიული განვითარება და კეთილდღეობა, არამედ მათი ოჯახების მხარდაჭერაც. სწორედ ამიტომ, მსგავსი ღონისძიებები კომპანიის კორპორაციული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხელს უწყობს თანამშრომლებს შორის მეგობრული და ოჯახური გარემოს შექმნას.
Midea Georgia ულოცავს ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს მათ ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს. ჩვენი კომპანია მომავალშიც განაგრძობს ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებას შექმნის.
