ჩვენს შესახებ

Midea Georgia (შპს „ემტექნიქსი“) საქართველოში ბრენდ Midea-ს ექსკლუზიური იმპორტიორი და ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეს გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს.

Midea მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელია, რომელიც 1968 წელს დაარსდა და დღეს უკვე 200-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ინოვაციური ტექნოლოგიების, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის წყალობით, ბრენდი მილიონობით მომხმარებლის ნდობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მისი მთავარი მისიაა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება და კომფორტის გაუმჯობესება.

საქართველოში Midea Georgia მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროდუქციას, პროფესიონალურ მომსახურებასა და სრულ სერვისულ მხარდაჭერას. კომპანიის საქმიანობა მოიცავს პროდუქციის იმპორტს, დისტრიბუციას, საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ინსტალაციას, ასევე საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას.

კომპანიას აქვს თანამედროვე შოურუმები თბილისსა და ბათუმში, ავტორიზებული სერვისცენტრები, რეგიონებში ფრენჩაიზ მაღაზიების ქსელი და ფართო სადილერო ქსელი საქართველოს მასშტაბით, რაც მომხმარებლებისთვის ხარისხიან პროდუქტებსა და მომსახურებაზე მარტივ და ხელმისაწვდომ წვდომას უზრუნველყოფს.

დღეს Midea Georgia-ში 260-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. კომპანიის წარმატების საფუძველს წარმოადგენს პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, ინოვაციებისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა. საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების, თანამედროვე სამუშაო კულტურისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ერთობლიობა Midea Georgia-ს საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ მიმზიდველ და სანდო დამსაქმებლად აქცევს.

შემოუერთდით Midea Georgia-ს გუნდს და გახდით საერთაშორისო წარმატების ისტორიის ნაწილი საქართველოში.