ელექტრიკოსი
23-06-2026 - 24-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"Midea"  გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ელექტრიკოსის“- პოზიციაზე.

  

ძირითადი მოვალეობები

  • ელექტრო და საკომუნიკაციო ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, დიაგნოსტიკა და შეკეთება;
  • ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
  • გაუმართაობების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
  • პროფილაქტიკური შემოწმებების ჩატარება;
  • სამუშაოების შესრულება უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების დაცვით;
  • უშუალო ხელმძღვანელისა და სხვა ფუნქციონალური დეპარტამენტების დავალებების შესრულება;
  • პოზიციიდან გამომდინარე სხვა საჭირო მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული/ტექნიკური განათლება ელექტროობის მიმართულებით;
  • ელექტრო უსაფრთხოების მინიმუმ III საკვალიფიკაციო ჯგუფის დაშვება;
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • ელექტრო დანადგარებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა;
  • საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00;
  • დასვენების დღე: კვირა;
  • ანაზღაურება: 2000 – 2500 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<