მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერი
26-10-2026 - 26-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"Midea"  გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერის“- პოზიციაზე.

   ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების მონიტორინგის - მომხმარებლის (ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ჩაბარებულ პროდუქციაზე - ტექნიკის შოურუმის, ონლაინ გაყიდვებისა და სერვისის მომხმარებლები) გამოცდილების სატელეფონო კვლევის განხორციელება წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით;
  • მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია , შუალედური და საბოლოო რეპორტების მომზადება;
  • საანგარიშო თვის ბოლოს ხელმძღვანელისათვის სრული რეპორტის წარდგენა (იხ.რეპორტის ფორმა);
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორების, სერვის-ცენტრის კოორდინატორების , საწყობის დისპეჩერის, მიწოდების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის განხორციელება:
  • თითოეული ოპერატორის, კოორდინატორის, საწყობის დისპეჩერის და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის Random 10 ზარი თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში;
  • ონლაინ გაყიდვების სპეციალისტების Random 10 მიმოწერა თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში;
  • ზარების შეფასება როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური პარამეტრების მიხედვით - ქოლ -ცენტრის ეფექტიანობისა და ხარისხის შესაფასებელი ინდიკატორების მეშვეობით. (იხ. შეფასების ფორმა);
  • მიღებული შედეგების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში და ხელმძღვანელისათვის წარდგენა
  • მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხის მოკვლევა. ინფორმაციის შეგროვება და დეტალური ადმინისტრირება საკითხის შესახებ შესაბამის განყოფილებასთან. საბოლოო უკუკავშირის დაბრუნება მომხმარებლისათვის.

ძირითადი მოთხოვნები:

  • Excel - ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი 1150 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 6 საათამდე;

სამუშაო ადგილი:

  • აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქN7;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!