საწყობის ოპერატორი
13-11-2026 - 13-12-2026

"Midea"  გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის ოპერატორის“ პოზიციაზე.


     ფუნქცია-მოვალეობები:

  1. 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება);
  2. უკან დაბრუნებლი საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება;
  3. საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება.
  4. რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება;
  5. საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა;
  6. საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ;
  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა სასურველია (1c)

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • სისხარტე;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი;
  • დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით;

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;
  • ხოლო კვირის განმავლობაში ერთი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე.კვირა დღე დასვენება;
  • ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!