"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ბუღალტრის“- პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო მასალის შესყიდვების და ფორმა 2-ების პროგრამული აღრიცხვა.
- მშენებლობაზე დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების დაანგარიშება.
- საქონლისა და მომსახურების რეალიზაცის აღრიცხვის კონტროლი (მათ შორის: ანგარიშ-ფაქტურების გაგზავნა, ავანსების აღრიცხვის უზრუნველყოფა და დებიტორული დავალიანებების კონტროლი)
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება.
- თვის და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უპირატესობა ენიჭება უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა – სამშენებლო სექტორი);
- Excel - მაღალ დონეზე ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
- საბუღალტრო პროგრამა 1C-ში ან Balance-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება
- ფიქსირებული ხელფასი 2000 - 2500 ლარი , გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
- შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მცირე პრაქტიკული ტესტირება, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 6 საათამდე;