მერჩენდაიზერი
21-07-2026 - 22-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რეგიონებისა და სავაჭრო ობიექტების ვიზიტების დაგეგმვა (კვირეული/თვიური გეგმის მიხედვით) და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით რეგიონებში ვიზიტების განხორციელება;
  • ობიექტებზე სტენდების მდგომარეობის მონიტორინგი და შეფასება;
  • სტენდების განთავსებისთვის ახალი ლოკაციების მოძიება და შეთანხმება;
  • სარეკლამო მასალების განთავსება და განახლება სავაჭრო ობიექტებში
  • სტენდებთან დაკავშირებული პრობლემების (დაზიანება, არასწორი განთავსება და სხვა) ოპერატიული მოგვარება;
  • სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის პროდუქციისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ტრეინგების ჩატარება.
  • ფოტორეპორტების მომზადება და სისტემატური გაზიარება;
  • მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის კონტროლი და აღრიცხვა.
  • მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის ფასების კონტროლი.
  • ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები;

  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა 5 წლიანი გამოცდილებით;
  • სამუშაო გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში;
  • მზადყოფნა ხშირი მივლინებებისთვის  საქართველოს მასშტაბით.

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული – 2000 ლარი.
  • ბონუსი-დაქვემდებარებული ობიექტებიდან გეგმის შესრულების ბონუსი.

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!