შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „პრომოუტერი/გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე ბათუმში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
- მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ;
- ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
- შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
- საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
- მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
- რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი.
- ბონუსი მინიმუმ 300-700 ლარი.
- ჯამში მინუმუმ 1100-1500 ლარი.
კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 სთ დან 19:00 სთ მდე;